ელჩი ირაკლი ხუცურაული სამხრეთ შვედეთში არსებულ ქართული მეღვინეობის მარანს - „Vejby Vingård“-ს ესტუმრა
2024 წლის 19 ივლისს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა სამხრეთ შვედეთში არსებული ქართული მეღვინეობის მარანი - „Vejby Vingård“-ი მოინახულა. ელჩმა შეხვედრა გამართა მარანის მფლობელთან და საქართველოს საელჩოს ახლო მეგობართან, იეპე აპელინთან.
იეპე აპელინი შვედი მეღვინეა, რომელიც ქართული ღვინის დამზადების სიღრმისეულ ცოდნასა და მრავალწლოვან გამოცდილებას საკუთარ მევენახეობაში ახორციელებს. იგი შვედეთში უკვე წლებია ქართული ტრადიციული ღვინისა და კულტურის პოპულარიზაციას ეწევა. მის მარანში ქართული მეღვინეობის მიდგომები, მეთოდები და ტრადიციები სრულად დაცულია.
ირაკლი ხუცურაულმა საელჩოს სახელით შვედ მეღვინესთან მჭიდრო ურთიერთობების სამომავლოდ გაძლიერების და თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად განვითარების მზაობა გამოთქვა.