ელჩის, ირაკლი ხუცურაულის შეხვედრა, საგარეო საქმეთა საკითხებში შვედეთის სახელმწიფო მდივანთან დაგ ჰარტელიუსთან
2024 წლის 26 ნოემბერს, სტოკჰოლმში, საგარეო საქმეთა საკითხებში შვედეთის სახელმწიფო მდივანი დაგ ჰარტელიუსი ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელსაც კოლეგა დიპლომატებთან ერთად შვედეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი ხუცურაული ესწრებოდა, ევროკავშირში შვედეთის პრიორიტეტები და ხედვები განიხილეს.
შეხვედრის ბოლოს, კითხვა-პასუხის რეჟიმში დისკუსია გაიმართა.
დიპლომატებმა ევროპაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და უსაფრთხოების გამოწვევებზე იმსჯელეს.