ელჩის, ირაკლი ხუცურაულის შეხვედრა შვედეთის პარლამენტის სპიკერთან, ანდრეას ნორლენთან
2024 წლის 7 ნოემბერს, სტოკჰოლმში გაიმართა ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების შეხვედრა შვედეთის პარლამენტის სპიკერ ანდრეას ნორლენთან. შეხვედრისას, მონაწილე ელჩებს შვედმა პოლიტიკოსმა ინფორმაცია გაუზიარა ევროკავშირში შვედეთის პრიორიტეტებისა და ხედვების შესახებ.
ღონისძიების დასასრულს გაიმართა დისკუსიები, რა დროსაც განხილული იყო შვედეთის აქტუალური შიდა პოლიტიკური საკითხები, რეგიონული განვითარებისა და უსაფრთხოების გამოწვევები.