შეხვედრა შვედეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელთან და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან, ჰენრიკ ლანდერჰოლმთან
2024 წლის 20 მარტს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა შეხვედრა გამართა შვედეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელთან და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან, ჰენრიკ ლანდერჰოლმთან.
შეხვედრისას, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს უსაფრთხოების კუთხით ევროპაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე. ამ თვალსაზრისით, საქართველოს ელჩმა, თავის მხრივ, ჰენრიკ ლანდერჰოლმს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების ისტორიული ფაქტი მიულოცა.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას და საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს.
შეხვედრის ბოლოს, მხარეები თანამშრომლობის შემდგომ გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.