Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ელჩის, ირაკლი ხუცურაულის შეხვედრა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მარია სტენერგარდთან

2025 წლის 23 იანვარს, სტოკჰოლმში, ევროკავშირის საბჭოს პოლონეთის თავმჯდომარეობის ინიციატივით, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარია სტენერგარდი ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს შეხვდა.
 
შეხვედრაზე, რომელსაც კოლეგებთან ერთად შვედეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი ხუცურაული ესწრებოდა, განხილულ იქნა შვედეთის საგარეო პოლიტიკის აქტუალური საკითხები და პრიორიტეტები.
 
მინისტრის მოხსენების შემდგომ გამართული დისკუსიების ფარგლებში, საუბარი შეეხო შვედეთის ხედვასა და მიდგომას მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან მიმართებით.