შეხვედრა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრთან, ბენიამინ დოუსასთან
2025 წლის 26 მარტს, ქ. სტოკჰოლმში, შვედეთში აკრედიტებული ევროკავშირის წევრი და კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნების წარმომადგენლებმა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრთან, ბენიამინ დოუსასთან შეხვედრა გამართეს.
ღონისძიების ფარგლებში, რომელშიც საქართველოს საელჩოც იღებდა მონაწილეობას, შვედმა მინისტრმა მთავრობის საგარეო პოლიტიკური და საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით არსებული პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა.
მოხსენების დასასრულს, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებსა და შვედ მინისტრს შორის სხვადასხვა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა გაიმართა.