შვედეთში საქართველოს საელჩოს მონაწილეობით „ევროპული ენების დღე“ გაიმართა
24 სექტემბერს, შვედეთის სამეფოში აკრედიტებული 20-მდე საელჩოსა და ევროპის კულტურის ინსტიტუტების ერთობლივი თანამშრომლობით, სტოკჰოლმში ყოველწლიური „ევროპული ენების დღე“ გაიმართა.
ტრადიციულად, ღონისძიებაზე „ქართული ენის კუთხე“ იყო წარმოდგენილი. ღონისძიების ფარგლებში, საელჩოს წარმომადგენლებმა 500-ზე მეტ სკოლის მოსწავლეს ჩაუტარეს პრეზენტაცია ქართული ენისა და კულტურის შესახებ.
სტუმრებს გადაეცათ ქართული წიგნები, ბროშურები და სამახსოვრო საჩუქრები.