ელდარ შენგელაიას ფილმის - „სავარძელი“ - ჩვენება
2025 წლის 27 ნოემბერს, ქალაქ სტოკჰოლმში, კინოთეატრ „Zita“-ში, საქართველოს საელჩომ „ევროპული ფილმის ფესტივალის“ გახსნის ღონისძიებას უმასპინძლა.
ფილმების ჩვენებამდე, მოწვეულმა სტუმრებმა და ფესტივალის მონაწილეებმა ქართული ღვინო და ტრადიციული კერძები დააგემოვნეს.
გახსნის ღონისძიების შემდგომ, გაიმართა ცნობილი ქართველი რეჟისორის, ელდარ შენგელაიას ფილმის - „სავარძელი“ - ჩვენება.
ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს სტოკჰოლმში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა მისიების, კულტურის, მედიისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა.
