Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა ევროპის ტყეების რიგით მე-10 მინისტერიალში

2026 წლის 2-3 ივნისს, ქალაქ სტოკჰოლმში გამართულ „ევროპის ტყეების“ (Forests Europe) რიგით მე-10 მინისტერიალზე, მონაწილე ქვეყნებმა ხელი მოაწერეს მინისტერიალის დეკლარაციას, რომელსაც საქართველო შეურთდა.
შვედეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ჩართულობით, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციამ.
დეკლარაცია მიზნად ისახავს ტყის მდგრადი მართვის სისტემის განვითარებას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე, მათ შორის, შესაბამისი პრინციპებისა და მიდგომების ურთიერთგაზიარების ხელშეწყობას.