Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მალმოს უნივერსიტეტში გაიმართა პანელური დისკუსია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე

2024 წლის 26 ნოემბერს, შვედეთის მალმოს უნივერსიტეტის გლობალური პოლიტიკის სწავლებების დეპარტამენტისა და ლუნდის „Europa Direkt”-ის ერთობლივი ორგანიზებით, გაიმართა პანელური დისკუსია, სახელწოდებით: „Georgia at a Crossroads: Is Georgia heading towards EU integration?“

დისკუსიები მისასალმებელი სიტყვით გახსნა შვედეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს პირველმა მდივანმა, ივლიანე ძნელაძემ. საელჩოს წარმომადგენელმა დამსწრე აუდიტორიას წარუდგინა ინფორმაცია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეული შედეგების, ძირითადი სტრატეგიული სფეროებისა და აქტუალური თემების შესახებ. აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა საქართველოს გაზრდილ ფუნქციებზე გლობალური დაკავშირებადობისა და რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით. ხაზი გაესვა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია წარმოადგენს საქართველოს უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს და ამ კუთხით რეფორმების განხორციელება გრძელდება.

ღონისძიება მალმოს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ჩატარდა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ უცხოელი და ქართველი მკვლევრები, მალმოსა და ლუნდის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებებისა და ევროპის კვლევების ფაკულტეტების სტუდენტები.