Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ელჩის შეხვედრა შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან

2024 წლის 15 თებერვალს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა მონაწილეობა მიიღო შვედეთის პარლამენტში გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შვედეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები.

ღონისძიება სიტყვით გახსნა შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარემ (სპიკერი), ანდრეას ნორლენმა. მოხსენებისას, სპიკერმა შვედეთის შიდა და საგარეო პოლიტიკის მიმდინარე და აქტუალურ საკითხებზე იმსჯელა.

ღონისძიების შემდეგ შედგა საქართველოს ელჩისა და შვედეთის პარლამენტის სპიკერის შეხვედრა, რომლის ფარგლებში მხარეები ორი ქვეყნის საპარლამენტაშორისო ურთიერთობების არსებულ დინამიკას მიესალმნენ და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების კუთხით მზაობა გამოხატეს, მათ შორის, დაიგეგმა შვედეთის საპარლამენტო დელეგაციის საქართველოში ვიზიტი მიმდინარე წლის აპრილის თვეში.