Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

შეხვედრა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამართლებრივ საქმეთა გენერალური დირექტორატის დირექტორთან, ელინორ ჰამარშოლდთან

შეხვედრისას, მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოების ასპექტები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. ასევე, საუბარი შეეხო შვედეთ-საქართველოს შორის თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.
 
შვედმა დიპლომატმა, თავის მხრივ, დადებითად შეაფასა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და ხაზი გაუსვა შვედეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
 
საქართველოს ელჩმა შვედეთის მხარეს კიდევ ერთხელ მიულოცა ნატო-ში გაწევრიანების გზაზე მიღწეული წარმატება და დასასრულ ეტაპზე გადასვლა.