Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ელჩი ირაკლი ხუცურაული გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელს შეხვდა

2024 წლის 12 თებერვალს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის საბჭოს ბელგიის თავმჯდომარეობის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შვედეთში აკრედიტებული ევროკავშირის წევრი და კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნები.
 
ღონისძიება საპატიო სტუმრის რანგში სიტყვით გახსნა ნორდიულ-ბალტიურ ქვეყნებში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ხელმძღვანელმა, ანიკა სუნდერლუნდმა.
 
სიტყვით გამოსვლისას, ანიკა სუნდერლუნდმა დამსწრე აუდიტორიას დეტალურად მოახსენა უახლესი ინფორმაცია ევროკავშირის საზღვრებზე მიგრაციის კუთხით არსებული ვითარების, თავშესაფრის მოთხოვნის რეგულირების მექანიზმებისა და კრიზისულ სიტუაციებში სამაშველო ოპერაციების განხორციელების თაობაზე.
 
მოხსენების შემდგომ, ელჩმა გაეროს წარმომადგენელთან ერთად იმსჯელა რეგიონული თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებსა და შემდგომ პერსპექტივებზე.