Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

შეხვედრა სრულიად ფინეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელთან, მთავარეპისკოპოს ელიასთან

2025 წლის 21 აგვისტოს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა, საელჩოში უმასპინძლა სრულიად ფინეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელს, მთავარეპისკოპოს ელიას.

შეხვედრაზე განიხილეს კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.
ელჩმა მთავარეპისკოპოსს საქართველოს მდიდარი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ფინეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მუზეუმში დაცული ქართული ტიხრული მინანქრით მოპირკეთებული უძველესი ხატების მნიშვნელობას.

მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებაზე.