Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის კვიპროსის მხრიდან ირლანდიისთვის გადაბარების საზეიმო ცერემონია

2026 წლის 30 ივნისს, ქალაქ სტოკჰოლმში, შვედეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის კვიპროსის მხრიდან ირლანდიისთვის გადაბარების საზეიმო ცერემონიაზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ შვედეთში აკრედიტებული ევროკავშირის წევრი და კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები.
ცერემონიის დასრულების შემდეგ, ელჩებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაეცვალათ მოსაზრებები ევროკავშირის მომავალ თავმჯდომარე ქვეყანასთან.