Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ელჩის სამუშაი ვიზიტი სამხრეთ შვედეთში

2025 წლის 22-24 სექტემბერს, შვედეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა ევროკომისიის წარმომადგენლობისა და ევროკავშირის საბჭოს დანიის თავმჯდომარეობის ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.

სამუშაო შეხვედრები შვედეთში აკრედიტებული ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებისთვის ქალაქ მალმოსა და ლუნდში გაიმართა. ელჩებს უმასპინძლეს სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში, ინოვაციებისა და კომუნიკაციების დარგში მსოფლიოს წამყვან კომპანიებში - „ერიკსონი“, ნეიტრონის წარმოქმნის დარგთაშორის კვლევის „ევროპის კვლევითი ინფრასტრუქტურის კონსორციუმის ცენტრში” და სხვა. საქართველოს ელჩმა მონაწილეობა ასევე მიიღო ევროკავშირში გაწევრიანების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ მაღალი დონის კონფერენციაში - “ევროკავშირის დღეები” (“EU DAYS”). განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ევროკავშირის კონკურენტუნარიანობის ზრდა და გაფართოება იყო. ღონისძიების ფარგლებში, ელჩმა შეხვედრები გამართა ევროკავშირის საკითხებში შვედეთის მინისტრთან, იესიკა როსენკრანცთან , ასევე, ქალაქ ლუნდის მერთან და სხვა მომხსენებლებთან.

აგრეთვე, 25-28 სექტემბერს, ქალაქ გოტენბურგში, წიგნის საერთაშორისო ფესტივალი - “Bokmässan 2025” გაიმართა. ქალაქის მერიისა და ფესტივალის ორგანიზატორების მოწვევით, ღონისძიებაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირაკლი ხუცურაულმა მიიღო მონაწილეობა.
გამართული თემატური სემინარების ფარგლებში, საქართველოს ელჩმა შეხვედრები გამართა ცნობილ მწერლებთან და საგამომცემლო კომპანიების ხელმძღვანელებთან.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ელჩი აგრეთვე შეხვდა გოტენბურგის მერს და ფესტივალის დამფუძნებლებს. მხარეებმა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.