ელჩის, ირაკლი ხუცურაულის შეხვედრა, შვედეთის პარლამენტის დეპუტატთან, ეუთო-ში საპარლამენტო დელეგაციისა და შვედეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრთან, ულრიკ ნილსონთან
2024 წლის 21 ნოემბერს, საპარლამენტთაშორისო დიპლომატიის ფარგლებში, შვედეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა შეხვედრა გამართა შვედეთის პარლამენტის დეპუტატთან, ეუთო-ში საპარლამენტო დელეგაციისა და შვედეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრთან, ულრიკ ნილსონთან (მმართველი პარტია "მოდერატები").
შეხვედრისას, განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული აქტუალური საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შვედეთ-საქართველოს საპარლამენტთაშორისო კავშირებსა და ურთიერთობებზე. მხარეებმა ღია დიალოგის ფორმატში თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვეს.
რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს ელჩმა, გაფართოებულ ფორმატში, შვედეთის პარლამენტში, შეხვედრა ასევე გამართა შვედეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეპუტატებთან და შვედეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრებთან. მხარეებმა თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები განიხილეს და აქტიური დღის წესრიგის შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ.